(ვიდეო) "დიახ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა ამ ორ საქმეზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს!" - რას აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ექსპრეზიდენტის შესახებ

26 ნოემბერი 2021, პარასკევი


(ვიდეო) "დიახ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა ამ ორ საქმეზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს!" - რას აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ექსპრეზიდენტის შესახებ


"გელაშვილის და გირგვლიანის საქმეზე, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმა," - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა "ჯორჯიან თაიმსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მან გადაცემაში "დროულ კითხვებში" საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის ექსპრეზიდენტს მხოლოდ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რაზეც ნამდვილად პასუხი უნდა აგოს.

"მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელი ბოლო ოცი თუ ოცდაათი წელი მუდმივად საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ, ვფიქრობ, რომ მან [სააკაშვილმა] აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულებებზე, რომელზეც ის ამწუთას არის გასამართლებული. ამ წუთას კი, მას გელაშვილის და გირგვლიანის საქმეებზე აქვს ბრალი დამტკიცებული და განაჩენიც ამ ორ საქმეზე არის დამდგარი და დიახ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა ორივე საქმეზე პასუხი უნდა აგოს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

იხ: ვიდეო:


Play





კომენტარები: