რონალდუ: "ეს გოლი ჩემს კარიერაში საუკეთსო იყო"

20 ნოემბერი 2021, შაბათი


"იუვენტუსის" ყოფილმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თავისი კარიერის საუკეთესო გოლი გაიხსენა, რომელიც "რეალის" მაისურით აქვს გატანილი.

"ჩემი კარიერის საუკეთესო გოლი? ბევრი კარგი ბურთი გამიტანია, თუმცა მათ შორის საუკეთესო "იუვენტუსის" კარში გატანილი მაკრატელაა, რადგან ამის გაკეთბას წლების მანძილზე ვცდილობდი (მაკრატელის განატას) და როგორც იქნა მოვახერხე. ეს გოლი სამუდამოდ მემახსოვრება", - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

ყველა ქომაგი თანხმდება იმაზე, რომ კრიშტიანუს შესრულებამ გრავიტაციის კანონები დაარღვია, რადგან ის ძალიან მაღლა ახტა.


კომენტარები: