ანდრეს ინიესტა: იმედი მაქვს, ბარსელონა რეალს დაამარცხებს

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


"ბარსელონას" ლეგენდამ და იაპონური "ვისელ კობეს" ამჟამინდელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა.

"ბარსას" ფანები ყოველთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მით უმეტეს "კლასიკოსთან" მიმართებით. ისინი ამ მატჩს მოუთმენლად ელიან.

გულშემატკივრებს სჯერათ, რომ რომ გუნდი კარგად ითამაშებს და გაიმარჯვებს. "ბარსელონას" "ელ კლასიკოსა" და ლა ლიგის მოსაგები გუნდი ჰყავს. იმედი მაქვს, "ბლაუგრანა" 3 ქულა მოიპოვებს.


- ციტირებს ინიესტას სიტყვებს ESPN.
"ბარსელონა" "რეალს" 24 ოქტომბერს დაუპირისპირდება, მანამდე კი კატალონიური გუნდი ზეგ კიევის "დინამოს" შეხვდება


კომენტარები: