"ჯერ სასქესო ორგანო უჩვენა, შემდეგ კი ხელიც გაარტყა", - რეალის მცველი სერიოზულ სკანდალში გაეხვა

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


საფეხბურთო ჟურნალისტმა და გამომძიებელმა, რომენ მოლინამ, „რეალის" მცველ ფერლან მენდიზე სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა:

„2018 წელს ფერლან მენდიმ ერთ-ერთ ქალბატონს ჯერ თავის სასქესო ორგანო უჩვენა, მერე კი ხელიც გაარტყა. შემდეგ, მწოლიარე ქალს მან კიდევ ერთი დარტყმა თავის არეში მიაყენა. ყველაფერი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი მას ემუქრებოდნენ, რომ მენდის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეეჩერებინა. საბოლოოდ, მან საჩივარი უკან გაიწვია.

მენდის ალკოჰოლის სერიოზული პრობლემები აქვს. ერთხელ, ის ჰავრში არაფხიზელ მდგომარეობაშიც აღმოაჩინეს - ეს სექსუალური ძალადობის საქმემდე არც ისე დიდი ხნით ადრე ხდებოდა. 

ლიონმა ფეხბურთელის პრობლემების შესახებ იცოდა, თუმცა ყველაფერი სპეციალურად დამალა, რომ რეალში გაყიდვა არ ჩაშლილიყო.

მენდი დედამისს უკვე სამი წელია არ ელაპარაკება. მისი მთელი ოჯახი უბრალოდ განადგურებულია. და საერთოდაც, ამ ფეხბურთელის საქმე - უბრალოდ სიგიჟეა. ასეთი ისტორიები მიძლიერებს სურვილს, რომ საფეხბურთო გამოძიებებს თავი დავანებო.

ეს ისტორიები ორ მსხვილ პრესას მოვუყევი და საჯაროდ გაშუქებაც შევთავაზე, მაგრამ მათ მიპასუხეს: „არა, ზედმეტად ცხელი თემაა. მაინც რეალია, ხო ხვდები...“ - აღნიშნა მოლინამ.

ჯერჯერობით, ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია და არც ფეხბურთელს გაუკეთებია ამ თემაზე რაიმე სახის კომენტარი.


კომენტარები: