"ჩემი მეუღლე ისტერიკაში ჩავარდა და..." - კონორის მიერ ნაცემი დიჯეი ალაპარაკდა

21 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


რამდენიმე დღის წინ, კონორ მაკრეგორი სერიოზულ სკანდალში გაეხვა - ის იტალიელ დიჯეის, ფრანჩესკო ფაჩინეტის, ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც დიჯეიმ მას სასამართლოში უჩივლა.

ამ შემთხვევის შემდეგ, იტალიელმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"ირგვლივ სულ სისხლი იყო, ძალიან გაოცებული ვიყავი. ჩემი მეუღლე ძალიან ნერვიულობდა, თავად მაკგრეგორი კი ორმა დაცვამ გაათრია. რომ არ მოგატყუოთ, შემდეგაც ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რას იზამდა, თუმცა ტერიტორია საბოლოოდ მალე დატოვა.

ერთად ვსვამდით, ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა." - განაცხადა ფრანჩესკომ.

კომენტარები: