"ნაცთ მეფე შიშველია!" - ამ ქოსატყუილას სინამდვილეში ერთი დღითაც კი არ უშიმშილია!" - ედიშერ გვენეტაძე

06 ნოემბერი 2021, შაბათი


"ნაცთ მეფე შიშველია!" - ამ ქოსატყუილას სინამდვილეში ერთი დღითაც კი არ უშიმშილია!" - ედიშერ გვენეტაძე


ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გვენეტაძე წერს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვარაუდები ექსპრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით გამართლდა და მას ფაქტობრივად ერთი დღეს არ უშიმშილია.

"ნაცთ მეფე შიშველია! ამ ქოსატყუილას სინამდვილეში, როგორც ვვარაუდობდით ფაქტობრივად ერთი დღითაც კი არ უშიმშილია! რა შიმშილობა, რა შიმშილობა! ფაფები ანუ კაშკები! მიშა ცრუ სკდებოდა და სკდება ფაფებით ე.წ. კაშკებით ჩაყუდებიდან დღემდე! საქმე შემდეგშია, 23 სექტემბერს გაუკეთებია ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია და იღებს იმდენ საკვებს რაც ექიმმა გამოუწერა! ნახეთ რა დონის ძალაუფლების მოყვარულია! ნახეთ რა დონის პოლიტიკური შარლატანია! ნახეთ რა დონის აფერისტია ეს სუბიექტი! ამიერიდან იცოდეთ გვარამია შეაგდებს(დღეს დაიწყო) მიშას ფსიქიკურობის საკითხს ტელეეთერებში! #უბრალოდ სირცხვილია, ეს ბარონ მიუნჰაუზენის ძმა კუბში, რომ გვყავდა პრეზიდენტად 9 წელი!” - წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის ოპერაცია ჰოლანდიაში გაიკეთა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერში" საუბრისას თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში სხვადასხვა სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 35-ე დღეა რაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შემშილობს. 


კომენტარები: