არც მესი და არც ლევანდოვსკი - ტიერი ანრიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, ვინც სურს რომ ოქროს ბურთი მოიგოს

17 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა ტიერი ანრიმ, 2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულზე ისაუბრა.

„მინდა, რომ ეს ჯილდო ბენზემას ან კანტეს გადაეცეს. გასულ წელს ოქროს ბურთს ლევანდოვსკი მოიგებდა, ეს ცერემონია რომ არ გაეუქმებინათ.

კიდევ შეიძლება გავიხსენოთ ჟორჟინიო, რადგან მან ევროპის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. არის მესიც, რომელმაც, როგორც იქნა, კოპა ამერიკა მოიგო.“ - აღნიშნა ანრიმ.

ოქროს ბურთის 2021 წლის გამარჯვებულს გამოცემა „ფრანც ფუტბოლი“ 29 ნოემბერს სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე დაასახელებს.

კომენტარები: