ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე.......– ციხის მთავარი ექიმი

14 ნოემბერი 2021, კვირა


ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე.......– ციხის მთავარი ექიმი


N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


როგორც დაწესებულების მთავარი ექიმი აცხადებს, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, სიცურეა.

ექიმი ასევე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია ე.წ. წითელ ზონად.

„მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის ურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მანანა ელეფტეროვა.


კომენტარები: