გიორგი ფხაკაძე: „ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება...“

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამჯთმად საქართველოში იმყოფება. როგორც ის ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, თვითონაც ასე გადაწყვიტა და სხვებსაც ურჩია, რომ საქართველოში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი სექტემბერი-ოქტომბერი იქნებოდა, რადგან ნოემბრიდან კოვიდსიტუაცია ისევ დაიძაბება.

გიორგი ფხაკაძე:

„ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება. რასაკვირველია, იდეალური სიტუაცია არ არის ქვეყანაში, მაგრამ მაინც საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩემს მეგობრებს ვუთხარი, თუ აპირებთ საქართველოში წასვლას, ახლა წადით და ნოემბრისთვის წამოდით-მეთქი. მეც ამიტომ ამოვირჩიე ეს დღეები…“

კომენტარები: