“რომ არა კოვიდი, მას ჩავეხუტებოდი” – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი ქართველ ფანზე

14 ნოემბერი 2021, კვირა


შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი იმ ფანზე გააკეთა, რომელიც მატჩის ბოლო წუთებში მოედანზე შეიჭრა.

მოედანზე შეჭრილ ქართველ გულშემატკივარს იბრასთან ჩახუტება სურდა, თუმცა 40 წლის ფეხბურთელმა მას ამის საშუალება არ მისცა. ზლატანი ამბობს, რომ ამ ეპიზოდში ის კოვიდ 19-ზე ფიქრობდა.

“ფიქრისათვის დრო არ მქონდა, ყველაფერი უცბად მოხდა. გავიფიქრე, რომ კოვიდის გამო დისტანცია უნდა დამეჭირა. კოვიდზე რომ არ ვფიქრობდე, მას ჩავეხუტებოდი. ის ჩემი ნახვით გახარებული იყო.

ვფიქრობ, დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერი გააკეთა. საშიში არაფერი მომხდარა, სიტუაციას აკონტროლებდნენ. შეიძლება, ჩემთან ჩახუტება დაცვის სამსახურის წარმომადგენელსაც უნდოდა”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.


კომენტარები: