"ბევრი მოარული ჭორია სოციალურ ქსელში; დღეს სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო" - ამირან გამყრელიძე "ბუსტერ" დოზით აიცრა

13 ნოემბერი 2021, შაბათი


"ბევრი მოარული ჭორია სოციალურ ქსელში; დღეს სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო" - ამირან გამყრელიძე "ბუსტერ" დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამირან გამყრელიძემ აცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. გამყრელიძემ „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.

„დღეს სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ „ფაიზერს“ ვადა გაუვიდა.

„ფაიზერს“ გამოშვებიდან 9 თვე აქვს ვადა, თუ -60, -90 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. გალღობის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე", - აღნიშნავს გამყრელიძე.


კომენტარები: