ბენზემა "რეალს" ტოვებს?! - ფრანგი ვარსკვლავურ გუნდს სურს

10 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


ქარიმ ბენზემას მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს. elnacional-ი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ ფრანგი ფორვარდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას პსჟ აპირებს.

როგორც გამოცემა წერს, ბენზემას "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ჯერაც არ დაუწყია.

ქარიმი კარიერის დასაწყისში "ლიონში" გამოდიოდა, მადრიდის "რეალში" კი 2009 წელს გადაბარგდა. 33 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში 14 გოლი და 8 შედეგიანი პასი აქვს. მოგეხსენებათ, დიდიე დეშამმა ის საფრანგეთის ნაკრებში დააბრუნა.

კომენტარები: