ჩავი:„„ბარსელონაში“ დიდი გეგმებით მოვედი, ჩვენ ტიტულებზე ვიფიქრებთ“

09 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ჩავი ერნანდესმა „ბარსელონაში“ წარდგენის შემდეგ ბევრ საკითხზე ისაუბრა. ლეგენდარული ფიგურა მათ შორის „რეალსაც“ შეეხო...

„ჩვენ ვიცით, რომ ნულიდან დაწყება გვიწევს, მაგრამ პერსპექტივით სავსე მოთამაშეები გვყავს და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია.“

„მეტი პატივისცემა, მეტი ზეწოლა, მეტი ბურთის ფლობა, მეტი ჟინი და მეტი შემართება. სწორედ ეს იქნება ჩემი მიზანი.“

„აქ იმისთვის მოვედი, რომ „რეალს“ და სხვა კლუბებს სრულფასოვანი კონკურენცია გავუწიო და ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლო.“

„გუარდიოლასთან შედარება უკვე წარმატებაა, ის მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტად მიმაჩნია.“

„ბრაზილიის ნაკრები? დიახ, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მე „კამპ ნოუზე“ დაბრუნება ავირჩიე.“


კომენტარები: