'მომდევნო მატჩს ნულიდან ვიწყებთ' - ფლიკი ნახევარფინალზე ფიქრს იწყებს

15 აგვისტო 2020, შაბათი


მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას განადგურების (8:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა მისი გუნდი მომდევნო თამაშზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან ის ნულიდან დაიწყება:


ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი):
"ვიცოდით, რომ თუ მათზე ზეწოლას მოვახდენდით, შანსს მივიღებდით. ამ გუნდში ასეთი ხარისხი და ინტენსივობა გვაქვს. ახლა გვჭირდება აღდგენა და ყურადღების მომდევნო მატჩზე გამახვილება, რომელსაც ისევ ნულიდან ვიწყებთ.

მიულერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს იმსახურებდა. ის იყო ერთ-ერთი ვინც აკონტროლებდა ჩვენს პრესინგს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი გუნდი მთლიანობაში უნდა შევაქო, რომ 90 წუთის განმავლობაში ეს ინტენსივობა შევინარჩუნეთ".


კომენტარები: