გუარდიოლა: "მანჩესტერი ამას არასდროს აკეთებდა"

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედი" ქალაქურ დერბიში უშანსოდ, 0-2 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან" და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

მატჩის შემდეგ, "სიტის" თავკაცმა პეპ გუარდიოლამ "წითელი ეშმაკების" თამაშის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ნება მომეცით რბილად ვისაუბრო. ჩვენი დაპირისპირებები ერთმანეთს დაემსგავსა, გასულ სეზონშიც, როდესაც მათ მოგვიგეს ძალიან მსგავსი თამაში ვიხილეთ.

ისინი ჩვენს შეცდომას ელოდებოდნენ, რომ დავესაჯეთ. ისინი არასდროს აკონტროლებდნენ თამაშს. შეიძლება იმიტომ, რომ ისინი ჩვენ პატივს გვცემენ, რაც სასიამოვნო კომპლიმენტია", - განაცხადა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 6 ტურში 4-ჯერ დამარცხდა და გუნდმა შესაძლო 18 ქულიდან მხოლოდ 4 მოიპოვა.

კომენტარები: