კითხვა, რომელიც უკვე ბევრს ებადება - ითამაშებს თუ არა რამოსი პსჟ-ში საერთოდ?

06 ნოემბერი 2021, შაბათი


"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. შეგახსენებთ, ესპანელ უკანახაზელს "პსჟ"-ს შემადგენლობაში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, პარიზელთა ცენტრბექის შესაძლო დებიუტის ახალი თარიღი უკვე ჩაინიშნა - 20 ნოემბერი, ანუ პირველი შეხვედრა სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ.

"ლურჯ-წითლების" ოთხიანი არ ითამაშებს "ბორდოსთან", საერთაშორისო სანაკრებო შესვენების პერიოდში კი მას ტრავმის მოსაშუშებლად ორი კვირა ექნება.

შეგახსენებთ, რომ 35-წლის მცველი მადრიდის "რეალიდან" "პარკ დე პრენსზე" გადმოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. ვნახოთ, როდის დაბრუნდება რამოსი.


კომენტარები: