პსჟ-ში რამოსის დებიუტი იმაზე ახლოსაა, ვიდრე არასდროს — როდის ითამაშებს სერხიო?

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი ახლოს არის სრულ გამოჯანმრთელებასთან.
35 წლის ესპანელი, რომელიც პარიზელებს "რეალიდან" შეუერთდა და ახალ გუნდში ჯერ დებიუტიც კი არ ჰქონია, დღეს უნდა დაუბრუნდეს ვარჯიშს.
სერხიოს უახლოესი მიზანი პარასკევს "ლილთან" თამაშია, იტყობინება AS-ი, Le Parisien-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
რამოსს მოედანზე გასვლა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდოდა, მაგრამ "პსჟ"-ს ექიმებმა მას ურჩიეს, რომ ეს არ გაეკეთებინა ივლისის ბოლოს მიღებული ტრავმის რეციდივის დიდი რისკის არსებობის გამო.
შესაძლოა, "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჯერ თავი შეიკავოს და რამოსი მომდევნო კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგთან" მატჩის განაცხადში შეიყვანოს.


კომენტარები: