ცნობილია, შედგება თუ არა რამოსის დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მატჩში

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტნის სერხიო რამოსის "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში დებიუტი კიდევ გადაიდო. მოსალოდნელი იყო, რომ რამოსი სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

შესაბამისად, მისი დებიუტი არც ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგება, სადაც ფრანგული გუნდი "ლაიფციგს" დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია, მაურისიო პოჩეტინომაც დაადასტურა.

როგორც ჩანს, სერხიოს ტრავმა იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

სწორედ ამ მიზეზით, ესპანელი უკვე რამდენიმე თვეა, კერძოდ, მაისის შემდეგ მწვანე მინდორზე არ გვინახავს.

კომენტარები: