ჩავის ბარსელონაში პუიოლის მოყვანა უნდა

01 ნოემბერი 2021, ორშაბათი


“ბარსელონას” ლეგენდა და გუნდის სავარაუდო მომდევნო მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი მისი ახალი პროექტის შედგენას უკვე შეუდგა.

ჩავი ამჟამად “ალ სადს” წვრთნის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მან კატარულ კლუბთან წასვლის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" კომპენსაციის სახით 1 მილიონი ევროს გადახდა არ მოუწევს. 41 წლის სპეციალისტი “ალ სადს” ხუთშაბათს, 4 ნოემბერს, დატოვებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ველით.

ბარსელონელი ჟურნალისტის, მიკელ ბლასკესის ცნობით, ჩავი მისი ახალი პროექტისთვის “ბლაუგრანაში” კიდევ ერთი ლეგენდის, კარლეს პუიოლის ყოლას ისურვებდა.


კომენტარები: