დღესაც შენ მოგეცი ხმა და ამაყი ვარ" - ხათუნა ჟორდანია კახა კალაძეს გამარჯვებას ულოცავს

31 ოქტომბერი 2021, კვირა


ხათუნა ჟორდანია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ ჟორდანია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამაყია, რადგან ქალაქს მშრომელი, ნიჭიერი და წარმატებული მერი ეყოლება:
“როდესაც 4 წლის წინ მოგეცი ხმა, დარწმუნებული ვიყავი, რომ “ქართული ოცნება” და შენ იმედს არ გამიცრუებდით!
დღესაც შენ მოგეცი ხმა და ამაყი ვარ, რომ ჩემს ქალაქს ისევ ასეთი მშრომელი, ნიჭიერი და წარმატებული მერი ეყოლება! გილოცავ.

დარწმუნებული ვარ, დღეიდან სიმშვიდე, სიყვარული, საქმის კეთება იქნება, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი.” – წერს ჟორდანია “ფეისბუქში

კომენტარები: