აზარი:„ძალიან გამიკვირდა, როდესაც მარიანომ პასი არ მომცა“

31 ოქტომბერი 2021, კვირა


ედენ აზარმა „ელჩესთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ნებისმიერ დროს მზად ვარ, მაქსიმუმი გავიღო იმისთვის, რომ გუნდის დახმარება შევძლო. დაზიანება არ მაწუხებს 100%-ით დახარჯვა შემიძლია.“

„დიახ, მარიანოს მომენტი საკვირველი იყო, გადაცემას ველოდი, თუმცა დიასმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.“

„მარიანომ მატჩის შემდეგ მითხრა, რომ იმ მომენტში ვერ დამინახა. ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე.“

„წინ „შახტართან“ მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების მოგებას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.“

კომენტარები: