"ემიუდან ინტერში გადასვლა? თვითმფრინავში ჩაჯდომას მოუთმენლად ველოდი", - იანგი

18 აგვისტო 2020, სამშაბათი


მილანის "ინტერის" ვეტერანმა მარცხენა მცველმა, ეშლი იანგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მომენტი გაიხსენა:

"იმის გათვალისწინებით, რომ მთელი კარიერა მქონდა გატარებული ინგლისში, რა თქმა უნდა, იტალიაში გადმობარგება რთული გადაწყვეტილება იყო.

ვიცოდი, რომ მანჩესტერში სათამაშო პრაქტიკა არ მექნებოდა და ინტერის დაინტერესების მომენტში გავიფიქრე - როდის მივფრინავთ?

დიახ, ამ გუნდში გადმოსვლას მოუთმენლად ველოდი, რადგან ძალიან მინდოდა საკუთარი პოტენციალის გამოვლენა", - განაცხადა ინგლისელმა.


კომენტარები: