რამოსი: "გახანგრძლივება? არასდროს მიფიქრია იმ გუნდიდან წასვლაზე, რომელში ყოფნაც ძალიან მინდა"

03 სექტემბერი 2020, ხუთშაბათი


მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

ესპანელ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და როგორც პრესაში იწერება, ხელმძღვანელობასთან მას მცირე გაუგებრობა აქვს - საქმე ისაა, რომ რამოსი ორწლიან კონტრაქტს ითხოვს, „რეალის“ პოლიტიკა კი, 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის მხოლოდ ერთწლიანი გახანგრძლივების შეთავაზებას ითვალისწინებს.

„კონტრაქტის გახანგრძლივება? ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ეს ჩემში მღლვარებას არ იწვევს.

არასდროს მიფიქრია იმ გუნდიდან წასვლაზე, სადაც ყოფნა ყოველთვის მინდოდა. თუ შეთანხმებაა მისაღწევი, არანაირი პრობლემა არ იქნება.“ - აღნიშნა რამოსმა სანაკრებო პაუზაზე ყოფნისას.

ABC-ს ინფორმაციით, „რეალი“ რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების დადასტურებას შობამდე აპირებს.






კომენტარები: