შესვენების დრო შესაძლოა 25 წუთამდე გაიზარდოს

16 ოქტომბერი 2021, შაბათი


საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) ფეხბურთში ახალი წესებისა და რეგულაციების შედგენითაა დაკავებული. 

როგორც ირკვევა, საბჭოს დღის წესრიგში ახალი საკითხი დადგება, რომლის თანახმადაც, ტაიმებს შორის შესვენება 15 წუთის მაგივრად 25 წუთი უნდა გახდეს.

აღნიშნული მოთხოვნით მათ კონმებულმა მიმართა, ამის მიზეზი კი კომერციული მოგებაა - სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ასოციაცია თვლის, რომ ამ პერიოდში ისინი კონცერტების გამართვას მოასწრებენ.

მსგავსი პრაქტიკა ამერიკული ფეხბურთის სუპერბოულშია, როცა ათასობით გულშემატკივრის წინ NFL გასართობ შოუებს დგამს.

კომენტარები: