რონალდუს გაუპატიურების ბრალდებით აკავებდნენ, თუმცა პოლიციის ოფიცერმა დაიხსნა

16 თებერვალი 2022, ოთხშაბათი'


მეისონ გრინვუდის შემთხვევის შემდეგ, უცხოური გამოცემები კიდევ უფრო აქტიურად წერენ ფეხბურთელების მხრიდან ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობებზე.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2009 წლით თარიღდება, დამნაშავედ კი კრიშტიანუ რონალდუ მიაჩნიათ, რომელიც დასჯას გადაურჩა.

The Sun-ის უახლესი ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელის დაკავების ორდენი გაცემული იყო, თუმცა პოლიციის ოფიცერმა საქმე შეაჩერა.

"საქმე უკვე შედგენილი იყო და რონალდუს დასაკავებლად მზად იყვნენ, თუმცა მისტერ ვოლფსონმა ამაზე უარი განაცხადა.

ის არ ამბობს კონკრეტულად, თუ რატომ გააკეთა ეს და მისი ყოველი სიტყვა სპეკულაციაა. მეტიც, ეს მის ძალაუფლებასი არ შედიოდა.

პოლიციას სჯეროდა, რომ რონალდუს დასაკავებლად საკმარისი მიზეზები ჰქონდათ, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - წერს გამოცემის წყარო.

კრიშტიანუმ ამ საქმეზე მრავალი სასამართლო გადაიარა, თუმცა ის უდანაშაულოდ სცნეს, ზოგიერთი მედია გამოცემა კი ისევ აქტიურად საუბრობს ამ თემაზე.


კომენტარები: