„7 ნოემბერს არც ერთ დონეზე არანაირი განკარგულება ჩემი შვილისგან გაცემული არ ყოფილა“ - გიული ალასანია 7 ნომებრის საქმეზე

15 თებერვალი 2022, სამშაბათი


საქართველოს ყოფილი პრეიზდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანაის თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე არ არის. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს არც ერთ დონეზე არანაირი განკარგულება არ გაუცია.

ამის შესახებ ალასანიამ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ ისაუბრა.

„არც ერთ დონეზე არანაირი განკარგულება ჩემი შვილისგან გაცემული არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც მე ვესწრებოდი სასამართლოს და არავინ მის წინააღმდეგ არავითარ ჩვენებას არ იძლევა. მისი განკარგულებით ეს არ ყოფილა, არ ვიცი გახსოვთ თუ არა ყველაფრის მიუხედავად არც ერთ დონეზე არც ერთი განკარგულება ჩემი შვილისგან არ ყოფილა გაცემული მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა გადადგა და წელიწადნახევრით შეიმცირა თავისი საპრეზიდენტო ვადა“, - ამბობს გიული ალასანია.

ალასანიამ ასევე ისაუბრა, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზეც.

„გირგვლიანი აღმოჩნდა სხვა ვითარებაში, ადამიანები რომლებიც უნებურად აღმოჩნდნენ მის დაღუპვაში ისინი დაისაჯნენ. მათ ჰქონდათ მისჯილი. შემდეგ 2009 წელს, ომის დასრულების შემდეგ, სამხედროები, რომლებიც იყვნენ ციხეებში მათთვის გამოცხადდა ამნისტია და გაუნახევრდა ვადა. მათ შორის იყვნენ აი ეს ადამიანებიც, რომლებიც ასევე სამხედროები იყვნენ. შემდეგ უკვე გაკეთდა სია, შეწყალებაზე და ამ საკითხებში ჩემი შვილი საერთოდ არ ერეოდა, ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. იქ იყო ძალიან კომპეტენტური კომისია, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე, მათ ჰქონდათ სრული ნდობა, ჩემი შვილი ამ დროს სხვა საქმეებით იყო დაკავებული, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ყველაფერი აკონტროლოს ჩემი შვილი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, საერთოდ არ ყოფილა. ის მოსამართლე, რომელმაც შეიწყალა ახლა ასამართლებს ჩემს სვილს ე.წ „პიჯაკების საქმეზე“, - თქვა გიული ალასანიამ.

კომენტარები: