რა ხდება მეისონ გრინვუდის თავს ამ დროისთვის!? - განახლებული ინფორმაცია

07 თებერვალი 2022, ორშაბათი


მეისონ გრინვუდის ამბავი ერთიანად აფეთქდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი სიტუაცია ჩაწყნარდა და ახალი ინფორმაცია ძალიან იშვიათად თუ ვრცელდება.


ინგლისელი ვარსკვლავი მეგობარი გოგონას გაუპატიურებასა და მის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.

გრინვუდმა გირაო გადაიხადა და ის გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება ჯერაც არ შეჩერებულა.

უახლესი ინფორმაციით, ამ დროისთვის გრინვუდი სახლში იმყოფება, მან გაძლიერებული დაცვაც დაიქირავა და დღის შუქზე გამოსვლას ერიდება.

სავარაუდოა, რომ გრინვუდს აკრძალული აქვს სახლის დიდ მანძილზე დატოვება და მეგობარ გოგონასთან მიახლოება.

ოფიციალურად ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეისონი გუნდს ჩამოაშორა, ამიტომ მას ვარჯიშებსა და მატჩებში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვს. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვე გაიწელება და შესაძლოა, გრინვუდი მოედანზე მიმდინარე სეზონში საერთოდ ვეღარ ვიხილოთ.


კომენტარები: