ბეილი: “დიდი ხანია მოედანზე არ გავსულვარ, თუმცა…”

14 თებერვალი 2022, ორშაბათი


მადრიდის "რეალის" შემტევმა, გარეთ ბეილმა "ვილიარეალთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა.

"ცენტრ-ფორვარდად თამაში ძალიან მომეწონა და მატჩის შემდეგ ანჩელოტისაც ვუთხარი, სამწუხაროდ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის კარგი თამაშის გამო გოლის გატანა ვერ მოვახერხე.

დიდი ხანია მოედანზე არ გავსულვარ, თუმცა მერწმუნეთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მზად ვარ გუნდს დავეხმარო.

პსჟს წინააღმდეგ დაპირისპირებას რაც შეეხება, მათ გუნდში მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ, თუმცა ამ შეხვედრებში ფავორიტი არ არსებობს" - განაცხადა ბეილმა.

კომენტარები: