გუარდიოლა: "მე რომ რეალის მწვრთნელი ვიყო, მას გუნდიდან გავაგდებდი"

08 თებერვალი 2022, სამშაბათი


მანჩესტერ "სიტის" სპეციალისტმა, გუარდიოლამ მადრიდის "რეალის" შემტევის, გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა.

"ბეილი 2013-იდან 2018 წლამდე კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მას შემდეგ რაც გააკეთა აბსოლუტური უმსგავსობაა.

მე რომ რეალის მწვრთნელი ვყოფილიყავი, მას გუნდიდან გავაგდებდი, რადგან მსგავსი დამოკიდებულება სხვა ფეხბურთელებზეც გადადის.

მიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც ცდილობენ მიზნის მისაღწევად ყველაფერი შეძლონ. სამწუხაროდ, ბეილი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება." - განაცხადა გუარდიოლამ.

კომენტარები: