რომელი ვარსკვლავის ტრანსფერს ითხოვდა მესი, სანამ "ბარსადან" წავიდოდა

08 თებერვალი 2022, სამშაბათი


ლეო მესის "ბარსელონაში" სადიო მანეს ხილვა სურდა, - იტყობინება SER Catalunya.

ჟურნალისტ ხორხე რამოსის ინფორმაციით, "ლა პულგამ" ეს სურვილი გასული წლის ზაფხულში გააჟღერა.

მაშინ, როცა ლეო "ბარსასთან" ახალი კონტრაქტის დადებას შემცირებული ხელფასით აპირებდა, მას კლუბთან რამდენიმე მოთხოვნაც ჰქონდა, რათა დარწმუნებული
ყოფილიყო, რომ კლუბი საკმარისად ძლიერი იქნებოდა.

ერთ-ერთ მოთხოვნას "ლივერპულიდან" მანეს წამოყვანა წარმოადგენდა.

როგორც ჩანს, არგენტინელი ფიქრობდა, რომ "ენფილდიდან" სენეგალელი თავდამსხმელის დამატება "ბლაუგრანას" მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.

"ბარსა" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეცადა და "წითლებთან" კონტაქტზეც გავიდა, მაგრამ მათ მანე იმხელა თანხად შეაფასეს, რომ ტრანსფერი თავიდანვე გამოირიცხა.

კომენტარები: