რონალდუ: "ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა მაკდონალდსში ვიმუშავებდი"

08 თებერვალი 2022, სამშაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანო რონალდუმ თავისი კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა, როდესაც ყველაფერი შეიძლება სხვანაირად წასულიყო.

"მე კარიერას სპორტინგში დავასრულებ. მე მათ წინაშე ვალდებული ვარ, რომ თუნდაც ერთი სეზონი გავატარო იქ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი მაკვირდებოდნენ და ჩემში ვერავინ დაინახა რაიმე განსაკუთრებული.

მე მათ მაქციეს ფეხბურთელად და რომ არა ისინი, ალბათ, დღეს მაკდონალდსში ვიმუშავებდი."-  ციტირებს რონალდუს სიტყვებს Manchester Evening News-ი.

ფაქტია, რომ რონალდუს კარიერაში ყველაფერი კარგად აეწყო და დღეს პორტუგალიელ ფეხბურთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრებენ.

კომენტარები: