"იუვემ" თვალი "რეალის" შემტევს დაადგა - უახლესი ინფორმაცია

14 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


"Mundo Deportivo-ს" ცნობით, "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველით, ისკოთი, ინტერესდება, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.

ესპანელი ფეხბურთელი ბოლო რამდენიმე სეზონია სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის. წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ ისკოს კანდიდატურას "მილანიც" განიხილავს, თუმცაღა ფავორიტად რაფაელ ბენიტესის "ევერტონი" მიიჩნევა.

ცნობისათვის, "Transfermarkt-ი" 29 წლის მოთამაშეს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

 

კომენტარები: