ანტუან გრიზმანი ბარსელონასთან შეხვედრას გამოტოვებს

05 თებერვალი 2022, შაბათი


მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი ანტუან გრიზმანი, ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
30 წლის ფრანგმა ტრავმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა, რის გამოც მადრიდული გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.
შესაბამისად, მისი მონაწილეობა „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ შეხვედრაში საბოლოოდ გამოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ გრიზმანი ოფიციალურად „ბარსელონას“ ეკუთვნის, „ატლეტიკომ“ ის სეზონის სტარტზე იჯარით აიყვანა და მისი გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ მოუწევს, თუ ამ სეზონის შედეგად გრიზმანი მატჩების 50%-ში მაინც ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში გრიზმანმა ლა ლიგის 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
„ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ კვირას, 6 თებერვალს, „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს, შეხვერა 19:15 საათზე გაიმართება. 


კომენტარები: