38 წლის დანი ალვეში ხავის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული და უკმაყოფილო დარჩა

05 თებერვალი 2022, შაბათი


ბარსელონას“ მცველი დანი ალვეში ევროპა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა.
საქმე ისაა, რომ კატალონიურ გუნდს 4 ახალწვეულიდან ევროპა ლიგის განახლებულ განაცხადში მხოლოდ სამის დამატება შეეძლო და ფერან ტორესი, ადამა ტრაორე და ობამეიანგი დაამატა, 38 წლის ალვეში კი განაცხადს მიღმა დატოვა.
როგორც Diario Sport წერს, დანი ალვეში ხავის ამ გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. 
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „ბარსელონას“ გასულ იანვარს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ რაც „სან პაულუ“ ხელშეკრულების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის შედეგად დატოვა. 


კომენტარები: