"იუვეს" ახალი 7-იანი: "პორტუგალიის წაგების შემდეგ, რონალდუმ ეს მითხრა"

30 იანვარი 2022, კვირა


მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი პორტუგალიისთვის ძალიან დრამატული აღმოჩნდა. კრიშტიანუ რონალდუს ნაკრები საშინაო არენაზე სერბეთთან დამარცხდა და ჯგუფში მეორე პოზიციას დასჯერდა.
სერბეთის ეროვნული ნაკრების და "ფიორენტინას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, დუშან ვლაჰოვიჩმა გაამხილა, თუ რა უთხრა მას კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ.
"მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ნებისმიერ მატჩის შემდეგ, მოვიგებდით თუ წავაგებდით, უნდა მივსულიყავი მეტოქესთან, მესაუბრა მასთან და ჩამომერთმია ხელი.
მე რონალდუსკენ წავედი და როგორც ველოდი, ის ძალიან გაბრაზებული იყო. ერთადერთი, რაც მან მითხრა არის ის, რომ ბელგრადში გოლი უნდა ჩათვლილიყო და ამან ყველაფერი შეცვალა.
მას პლეიოფში წარმატებები ვუსურვე და ვუთხარი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდნენ, რადგან ამ ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ", - განუცხადა ვლაჰოვიჩმა Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია პლეიოფის ნახევარფინალურ ეტაპზე თურქეთს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იტალიას ან ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.


კომენტარები: