ვინ არის ფავორიტი ტჩუამენისთვის ბრძოლაში?

28 იანვარი 2022, პარასკევი


მადრიდის "რეალი" "მონაკოს" ნახევარმცველით, აურიენ ტჩუამენით არის დაინტერესებული. Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" სკაუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰუნი კალაფატმა ორი დღე გაატარა მონაკოში, მოთამაშის გარემოცვასთან კომუნიკაციაში.

მადრიდის "რეალს" ნახევარმცველის შეძენა სურს, რომელიც მომავალში კაზემიროს შეცვლის. მადრიდულმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ ტჩუამენი შეძლებს ამ მისიის შესრულებას.

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ამ პოზიციაზე ედუარდო კამავინგას ათამაშებას, თუმცა იტალიელი სპეციალისტიც და კლუბის ხელმძღვანელობაც მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროფილური საყრდენი ნახევარმცველის გაფორმება.

22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მონაკოს" მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემის განხორციელება შეძლო.

კომენტარები: