ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას განიხილავს

13 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


გადაწყვეტილია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 48 მონაწილე ეყოლება 
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ფიფას შესაბამის წინადადებას ადვოკატირებას უწევს.
„უკვე გადაწყვეტილია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 48 მონაწილე ეყოლება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატების ორ თუ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარება ჯერ განიხილება.
იმის მჯერა, რომ ბევრი პრესტიჟული ტურნირია საჭირო. იქნება ეს მსოფლიო ჩემპიონატი თუ რამე სხვა. ეს საოცარი ტურნირია და სწორედ ამიტომ, შეიძლება, ის უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს.
ტურნირის პრესტიჟულობა მისი ხარისხიდან გამომდინარეობს და არა ჩატარების სიხშირით. სუპერბოული ყოველწლიურად ტარდება, უიმბლდონი ან ჩემპიონთა ლიგა ყოველწლიურად ტარდება და მათ ყველა მოუთმენლად ელის, - ინფანტინოს სიტყვებს ახმოვანებს skysports.


კომენტარები: