"ლივერპული-ინტერის დაპირისპირებას მოუთმენლად ველი", - კლოპი

14 დეკემბერი 2021, სამშაბათი


"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა. ინგლისური კლუბი მერვედფინალში "ინტერთან" ითამაშებს.

"ისინი კარგ ფორმაში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გასულ სეზონში ინტერმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი, მაგრამ სწორედ ეს არის ლივერპულის გზა - მარტივი ნაბიჯების გარეშე.

ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ დაველოდოთ. ნამდვილი ჩემპიონთა ლიგის წყვილი ვართ, ყველაფერი რიგზეა, მოუთმენლად ველოდები ჩვენს დაპირისპირებას.

კენჭისყრას პირდაპირ ეთერში ვუყურე და ვფიქრობდი: "ყველაფერს ასე ვერ დატოვებ, არანაირად". რა თქმა უნდა, საჭირო იყო ყველაფრის ხელახლა გაკეთება", - განაცხადა კლოპმა.  


კომენტარები: