გეგმა, სპეციალურად "რეალთან" მატჩისთვის - რას აპირებს პოჩეტინო

21 იანვარი 2022, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება.

ფეხბურთის მოყვარულებს წინ არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული და დიდი აფიშის მქონე დაპირისპირება მადრიდის "რეალისა" და "პარი სენ-ჟერმენის" მატჩია.

ამ შეხვედრას გასნაკუთრებულ ელფერს გარკვეულწილად ისიც სძენს, რომ "ბლანკოსს" ყოფილი კაპიტანი და ლეგენდა სერხიო რამოსი დაუპირისპირდება.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით Defensa Central ახალ, საინტერესო ცნობებს გვაწვდის. როგორც ირკვევა, მაურისიო პოჩეტინოს სურს, რომ ეს ფაქტორი სათავისოდ გამოიყენოს.

კერძოდ, სერხიოს გამოცდილება და ავტორიტეტმა ასეთი დიდი მატჩების დროს, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. 

თუმცა ფაქტია, ესპანელი კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს. ბუნებრივია, ამის მიზეზი ტრავმებია, რაც საბოლოოდ იმას იწვევს, რომ რამოსი ფორმაში არ არის და შესაბამისად, იგი სასტარტო შემადგენლობაშიც ძირითადად ვერ ხვდება.

მიუხედავად ამისა, არგენტინელი სპეციალისტი აპირებს, რომ სერხიო "რეალთან" ათამაშოს და ამისთვის, იგი მზად არის სათამაშო სქემაც შეცვალოს. როგორც წესი, მაურისიო 4-3-3 ფორმაციას იყენებს, თუმცა მადრიდელებთან მატჩში, შესაძლოა, 5 მცველიანი სქემა (5-2-3) ვიხილოთ.

კომენტარები: