პოჩეტინოს მანჩესტერში წასვლა მესი - ნეიმარი - მბაპეს გამო სურს?

23 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მაურისიო პოჩეტინოს „პსჟ-ს“ დატოვება და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დანიშვნა სურს.

როგორც ირკვევა, არგენტინელი სპეციალისტი პარიზულ გუნდში თავს ბედნიერად არ გრძნობს. როგორც ირკვევა, მწვრთნელი სასტუმროში ცხოვრობს, მისი ოჯახი კი დღემდე ინგლისში რჩება.

სათამაშო თვალსაზრისით, მწვრთნელი თავისი გუნდის ლიდერებთან კომუნიკაციის დამყარებას ვერ ახერხებს. პოჩეტინო აღიარებს, რომ მესის, ნეიმარს და მბაპეს ვერ უმკლავდება, რომლებსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ.

პოჩეტინოს მუშაობით დიდად კმაყოფილნი არ არიან თავად პარიზელებიც. გუნდი იგებს, მაგრამ ხელმძღვანელობა სანახაობრივ თამაშებს ელოდება და არა კლასის ხარჯზე მოპოვებულ რთულ გამარჯვებებს.

პოჩეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, პარიზელებმა გასულ ზაფხულს მისი „რეალში“ გაშვება იუარეს და ახლაც, თუ „იუნაიტედს“ მისი გადაბირება მოუნდება, სწორედ პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეს.


კომენტარები: