მესი არ გამოიძახეს — არგენტინის ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა

20 იანვარი 2022, ხუთშაბათი


არგენტინის ნაკრებმა იმ ფეხბურთელთა სია გამოქვეყნა, რომლებიც უახლოეს შეხვედრებში ეროვნული გუნდის განკარგულებაში იქნებიან.

მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, "ალბისელესტე" 28 იანვარს ჩილეს დაუპირისპირდება, ხოლო 2 თებერვალს კოლუმბიას.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში ვერ მოხვდა "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი - 34 წლის სუპერვარსკვლავი კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესებს აგრძელებს.

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხუან მუსო (ატალანტა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ესტებან ანდრადა (მონტერეი).

მცველები: გონსალო მონტიელი, მარკოს აკუნია (ორივე - სევილია), ნაუელ მოლინა (უდინეზე), ლუკას მარტინესი (ფიორენტინა), ხერმან პესელა (ბეტისი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლისანდრო მარტინესი ნიკოლას ტალიაფიკო (ორივე - აიაქსი).

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია (ორივე - პსჟ), ლუკას ოკამპოსი, პაპუ გომესი (ორივე - სევილია), გვიდო როდრიგესი (ბეტისი), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი), ალექსის მაკ ალისტერი (ბრაიტონი), ემილიანო ბუენდია (ასტონ ვილა), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა).

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლაუტარო მარტინესი, ხოაკინ კორეა (ორივე - ინტერი), ანხელ კორეა (მადრიდის ატლეტიკო), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი).

კომენტარები: