რონალდუს "რიტუალი" - რას აკეთებს კრიშტიანუ ყოველი შეხვედრის დაწყების წინ

09 იანვარი 2022, კვირა


კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში გამორჩეული სპორტსმენია. პორტუგალიელში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობა ფასობს.

რონალდუს შესახებ უამრავ თანაგუნდელს უსაუბრია დადებითად, ერთ-ერთი უკანასკნელი მათგანი კი პარკ ჯი-სუნგია.

სამხრეთ კორეელის თქმით, რონალდუს მატჩის დაწყებამდე მუდამ გვერდით ჰქონდა ბურთი და არ იშორებდა, ეს მისი ერთგვარი რიტუალი იყო.

"მახსოვს, რომ მას ბურთი მუდამ გვერდით ჰქონდა, გასახდელშიც კი. მინდორზე შესვლამდეც, ის ბურთს არ იშორებდა.

ამასთან ერთად, ის სავარჯიშო სესიაზე მუდამ პირველი მოდიოდა და ბოლოს ტოვებდა ბაზას, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ბევრჯერ დამინახავს, თუ როგორი მონდომებით ცდილობდა ის მომატებას და საკუთარ თავს წნეხის ქვეშ აყენებდა", - გაიხსენა პარკმა Goal-თან საუბრისას.



კომენტარები: