საოცარი ციფრები - როგორია კაშიას ურთიერთსტატისტიკა იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ?

14 ნოემბერი 2021, კვირა


საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველ გურამ კაშიას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ 4-ჯერ აქვს ნათამაშები და მხოლოდ ერთხელ წააგო.

გურამ კაშია და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთს ორჯერ სანაკრებო დონეზე შეხვდნენ, ამდენჯერვე კი საკლუბო შეხვედრებში.

ურთიერთშეხვედრებში ბურთების რაოდენობა 8:1-ზეა. ერთადერთი გოლი, რომელიც კაშიამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდისგან მიიღო, იყო 2021 წლის მარტში, როცა შვედებთან 1-0 წავაგეთ და ზლატანმა სწორედ საგოლე გადაცემა გააკეთა. უკანასკნელი დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

რაც შეეხება საკლუბო დონეზე, გურამ კაშია მლს-ში ასპარეზობის დროს სან ხოსეს მაისურით იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჯელეს გელექსის ორჯერ შეხვდა და ორივე შემთხვევაში 3-0 მოუგო.


კომენტარები: