კონტე: "მესმის, თუ რატომ ცდილობდა კეინი ტოტენჰემის დატოვებას წინა ზაფხულს"

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


 "ტოტენჰემ ჰოტსპურის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თავისი გუნდის თავდამსხმელის, ჰარი კეინის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ვიცოდი ზაფხულში მომხდარი სიტუაციის შესახებ და როდესაც ჰარიმ გადაწყვიტა ტოტენჰემში დარჩენა, დავინახე ფეხბურთელი, რომელიც სრულად იყო ჩართული ამ პროექტში.

თუ ჩვენ გვინდა რაღაცის მოგება, მაშინ ჰარი უნდა იყოს საყრდენი. მე მესმის ჰარის სიტუაცია. როცა კარიერას ამთავრებ, გახსენდება მატჩები და გუნდები, რომლებშიც თამაშობდი.

გინდა ნახო, რა მოიგე ამ ხნის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საუკეთესო მოთამაშეებისთვის. ვფიქრობ, როცა ტოტენჰემმა მიმიწვია, უნდოდათ სიგნალის გაგზავნა ყველასთვის და შესაძლოა ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც.

უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ სიტუაცია, რომელშიც ყველანი ჩავერთვებით და ვიბრძოლებთ გამარჯვებებისთვის", - განაცხადა კონტემ ინგლისელი ფორვარდის შესახებ.


კომენტარები: