"რონალდუს მიერ დატოვებულ სიცარიელეს შეავსებს", - ტონიმ იუვენტუსს თავდამსხმელი ურჩია

05 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუკა ტონიმ მაურო იკარდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი "სინიორაში" გადმოსვლასთან ახლოს არის.

"იკარდის შეუძლია იუვენტუსს ის გოლები მისცეს, რაც კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდს პირველ თვეებში აკლდა. იკარდი რაღაც კუთხით ჩემნაირია ფორვარდია.

ის წინ გარბის, რადგან იცის, თუ სად შეიძლება იყოს ბურთი. გარდა ამისა, ის უბრალოდ შესანიშნავად თამაშობს შეტევაში, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი.

ჩვენ თავდამსხმელებმა უნდა ვიგრძნოთ თავი პროტაგონისტებად, რათა გამოვავლინოთ მაქსიმალური თავდადება და ვფიქრობ, რომ მაუროს, როგორც იუვენტუსის ბაზაზე მოთამაშეს, შეუძლია დიდი სამუშაოს გაკეთება.

ვნახოთ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. თუ გადაწყვეტილება ჩემზე იქნებოდა, მაშინ იკარდისა და მორატას ერთად ვათამაშებდი, ორივე მათგანს ძალიან ვაფასებ.

მე მესმის, რომ კორონავირუსის დროს ყველა არჩეული ტრანსფერის გაკეთება არ შეიძლება. ალვარო ალბათ წავა, მითუმეტეს, თუ მისი მომსახურებით ბარსელონაა დაინტერესებული", - განაცხადა ტონიმ.


კომენტარები: