“პასუხი საგები აქვს… დაე, გაკვეთილი იყოს… მათაც უამრავი რამ გამოუაშკარავდებათ”…

04 იანვარი 2022, სამშაბათი


“პასუხი საგები აქვს… დაე, გაკვეთილი იყოს… მათაც უამრავი რამ გამოუაშკარავდებათ”…


შშმ ქალთა ეროვნული ქსელის გამგეობის წევრი ესმა გუმბერიძე საქართველოს ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ოჯახური ღალატი მიუღებელი და დასაგმობია, მათ შორის ქმრის/კაცის მხრიდანაც (რაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე).

2. განქორწინების უფლება კი ყველას აქვს საჯარო თანამდებობის მიუხედავად. უფრო მეტიც, საჯარო ფიგურების პირადი ცხოვრება საკრალიზებული რომაა, ლამის ბერებად/მონაზვნებად რომ წარმოუდგენიათ, სწორედ იქ იწყება მერე ფარისევლობა, მატყუარობა, პირდაპირ განქორწინება/დაშორება როდესაც არ შეუძლიათ.

3. ამ შემთხვევაში, (სავარაუდო) ღალატისთვის ყოფილ პრეზიდენტს პასუხი საგები აქვს ცოლის და არა ამომრჩეველთა წინაშე. ამომრჩეველთა წინაშე ყველა პოლიტიკოსმა და თანამდებობის პირმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ მათ მიერ საჯარო საქმიანობის პროცესში ჩადენილი დანაშაულებისა და გადაცდომებისთვის და არა პირადი ცხოვრების გამო (თუ ის დანაშაულს არ შეიცავს).

მმართველების საწოლით დაინტერესება დამახასიათებელი იყო მონარქიული მმართველობისთვის. დემოკრატია კი უფლებებს ანიჭებს ყველას, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ, მაღალი თანამდებობის პირებს. მარტივად რომ ვთქვათ: ცოლის ღალატის შემთხვევაში სააკაშვილი იმსახურებს ცოლისგან პრობლემებს, განქორწინების მოთხოვნას ყველა თანმდევ მოვლენასთან ერთად (მათ შორის ქონების გაყოფით და მისთ). მაგრამ არა მავანთა მხრიდან ჭორაობას. პოლიტიკოსებისთვის თითის გაშვერა პირადი ცხოვრების გამო (კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუკი ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგ. ქალზე ძალადობის ან პედოფილიის) ისევ ქალ პოლიტიკოსებს დააზარალებთ არაპროპორციულად უფრო მძიმედ. და თუ მაინც ვლაპარაკობთ პირად ცხოვრებაზე, ყოფილ პრეზიდენტს დღევანდელი ჩინოვნიკებიც მივუმატოთ. არა მგონია, ესენიც მამა აბრაამისბატკნები იყვნენ. თუ არ ვცდები, ვიღაც პარლამენტარს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა ცოლის ცემის გამო. დაე, გაკვეთილი იყოს ამა ქვეყნის დღევანდელი ძლიერებისთვის: რომ აღარ იქნებიან ძალაუფლების სადავეებთან, მათაც უამრავი რამ გამოუაშკარავდებათ”, –  წერს გუმბერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.


კომენტარები: