ობამეიანგმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელოს

03 იანვარი 2022, ორშაბათი


„არსენალის“ თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელოს.

Mirror-ის ინფორმაციით, „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა „არსენალელ“ კოლეგებს გაბონელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა.

„ნიუკასლს“ ობამეიანგის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა სურს, შემდეგ კი 20 მილიონ ფუნტად გამოისყიდოს.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს გაბონელ თავდამსხმელს კაპიტნის სტატუსი დისციპლინარული დარღვევების გამო ჩამოართვეს. 

კომენტარები: