"არსენალი" ობამეიანგის შემცვლელს ეძებს - რამდენიმე ვარიანტი

01 იანვარი 2022, შაბათი


ცნობილი და გავლენიანი გამოცემა ESPN ლონდონის "არსენალის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "მეთოფეების" ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გუნდიდან გაუშვას.

კლუბი გაბონელის შესახებ მიღებულ შეთავაზებებს განიხილავს და ამავდროულად, მის პოტენციურ შემცვლელს ეძებს.

როგორც ირკვევა, "არსენალს" ობამეიანგის შეცვლის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს.

პირველია ოლი უოტკინსზე, რომელიც "ასტონ ვილას" რიგებს იცავს. მეორე მათგანი "ევერტონის" ფორვარდი დომინიკ კალვერტ-ლუინია, ხოლო მესამე კი "რეალ სოსიედადის" ვარსკვლავი ალექსანდრ ისაკი.

ჯერჯერობით, ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება, ყველაფერი კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაირკვევა.

კომენტარები: