მბაპემ კუმირი დაასახელა: "ბავშვობაში რონალდუ მომწონდა, მაგრამ.."

15 იანვარი 2022, შაბათი
21

"პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე მუდამ მედიის ყურადღების ცენტრშია და მას ხშირად აქვს ინტერვიუები ამა თუ იმ გამოცემასთან.

კილიანს ჟურნალისტებმა კუმირის შესახებაც ჰკითხეს და ალბათ ბევრი ელოდა, რომ მისი პასუხი კრიშტიანუ რონალდუ იქნებოდა, მაგრამ მბაპემ სხვა მოთამაშე დაასახელა.

"მე რამდენიმე კუმირი მყავს. მე ძალიან მომწონდა კრიშტიანუ რონალდუ, როცა ბავშვი ვიყავი, მაგრამ ფრანგი ვარ, ამიტომ ზინედინ ზიდანს დავასახელებ.

ახლა კიდევ ერთ კუმირთან, ლიონელ მესისთან ერთად ვთამაშობ", - განუცხადა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ფრანგულ მედიას.

აღსანიშნავია, რომ მბაპემ რამდენიმე კვირის წინ მესის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეც უწოდა.

კომენტარები: