მიხეილ სააკაშვილი ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს და თვითონ.....– ალეკო ელისაშვილი

24 დეკემბერი 2021, პარასკევი


მიხეილ სააკაშვილი ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს და თვითონ.....– ალეკო ელისაშვილი

“გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს”, 
– ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„გულდასაწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც იცის, რომ მოშიმშილე ადამიანების გამო არავინ გაათავისუფლებს, ამ სიცივეში ადამიანებს აწვალებს. ამ ადამიანებს აწვალებენ, სააკაშვილი თბილ პალატაშია, პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის თბილ დერეფნებში დადიან, კომიტეტების სხდომებზე ოქმებს ხელს აწერენ, ხელფასი რომ არ ჩამოეჭრათ და ვითომ, ბოიკოტში არიან.
 
ძალიან მაგარი ბოიკოტი აქვთ, მუშაობა ეზარებათ და ბოიკოტი დაარქვეს, თან ხელფასს იღებენ. ეს არის უპასუხისმგებლობა“,
– განაცხადა ელისაშვილმა.


კომენტარები: